„თუ წასვლა გინდა წადი!“ - ანჩელოტი ძალიან გაბრაზდა!
ესპანური გამოცემების ცნობით, დღეს კარლო ანჩელოტისა და დანი სებალიოსს შორის საუბარი შედგა.
იტალიელმა სპეციალისტმა ესპანელის დარჩენაში დარწმუნება სცადა, მაგრამ სებას პოზიცია რადიკალური იყო.
ესპანური გამოცემების ცნობით, გამოცდილი სპეციალისტი დანის პოზიციამ გააღიზიანა და საბოლოოდ მთავარმა მწვრთნელმა ნახევარმცველს უთხრა, რომ თუ წასვლა სურს, უნდა წავიდეს.
ანჩელოტი ვერ ხვდება, რატომ მიიჩნევს სებალიოსი თავს დაჩაგრულად, როდესაც ახალ სეზონში გაცილებით მეტ სათამაშო დროს პირდება.
არსებული ცნობით, 31 აგვისტომდე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება, დანის წასვლის შანსი კი ძალიან დიდია.
- 26 აგვისტო 2024
- 7 577
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.