სატრანსფერო მარკეტის ბოლო დღეები - „მონაკო“ და „ბეტისი“ გააქტიურდნენ
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ დანი სებალიოსთან დაკავშირებით ორი წინადადება მიიღო.
ესპანელ ფეხბურთელზე პრეტენზიას ფრანგული „მონაკო“ და „ბეტისი“ აცხადებენ.
„მარკა“ იუწყება, რომ ფლორენტინო პერესზე ზეწოლა იზრდება, ყველაფერს კი ის ემატება, რომ თავად ფეხბურთელი სერიოზულად ფიქრობს წასვლაზე.
კარლო ანჩელოტი სებას დარწმუნებას ცდილობს და უხსნის ფეხბურთელს, რომ ახალ სეზონში გაცილებით მეტ სათამაშო დროს მიიღებს, თუმცა დანი უკმაყოფილოა სიტუაციით, რომელიც ახლა მადრიდშია შექმნილი.
სებალიოსი ხვდება, რომ სკამიდან პირველი არჩევანი კამავინგაა, შემდეგ არდა გიულერი, ხოლო თვითონ ბოლო არჩევანს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.
როგორც ანდალუსიური კლუბი, ასევე „მონაკო“ დანის მუდმივ სათამაშო პრაქტიკას პირდება.
- 26 აგვისტო 2024
- 305
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.