„სიტი“ „რეალს“ უფრთხის
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „სიტი“ როდრის ახალ კონტრაქტს და ხელფასის 5.5 მილიონი ევროთი გაზრდას პირდება.
ამ ნაბიჯით ხოსეპ გვარდიოლას ყველა რისკის დაზღვევა სურს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მადრიდის „რეალი“ ევროპის ჩემპიონთან დაკავშირებით გააქტიურდება.
როდრი იდეალური შენაძენი იქნება 2025 წელს, ვინაიდან გუნდში აღარც მოდრიჩი ითამაშებს. კროოსის წასვლის შემდეგ სამეფო კლუბს ისედაც დიდი დანაკლისი აქვს ნახევარდაცვაში.
იმ შემთხვევაში, თუ „ქალაქელები“ როდრის ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, მისი „მერენგების“ რიგებში გადასვლის შანსი ნულოვანი გახდება.
- 26 აგვისტო 2024
- 396
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.