ახალი გეგმა - 2 ტოპ კლასის ნახევარმცველი „რეალში“

ესპანური გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბს ახალი გეგმა აქვს, რომელიც ჩამოყალიბების პროცესის ბოლო ეტაპზეა.

კაზემირო წავიდა, კროოსი წავიდა და ლუკა მოდრიჩი ნამდვილად ბოლო სეზონს ატარებს სამეფო კლუბში.

ფედერიკო ვალვერდე, ორელიან ჩუამენი, ედუარდო კამავინგა და დანი სებალიოსი უკვე საკმაოდ დიდ გამოცდილებას ფლობენ, ამას ემატება არდა გიულერიც, თუმცა ის უფრო სხვა ტიპის მოთამაშეა, სწორედ ამიტომ, ფლორენტინო პერესი მიიჩნევს, რომ 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო აქტივობების განხორციელება უკვე უნდა დაიწყოს.

„რეალი“ მომდევნო ზაფხულს აქტიური იქნება და 2 ტოპ კლასის ნახევარმცველის დამატებას შეეცდება. ჯერ-ჯერობით უცნობია კანდიდატურები, თუმცა მადრიდულ ოფისებში ფაბიან რუისის გვარი ხშირად ისმის.

„ბლანკოსში“ მიიჩნევენ, რომ თავდასხმაში პრობლემა აღარ არსებობს და ახლა გუნდმა ძლიერი შუა ხაზის შექმნაზე უნდა იზრუნოს. უკვე ათწლეულზე მეტია „მერენგების“ რიგებში საუკეთესო ნახევარდაცვა გამოდის, თუმცა ახლა ეს პროცესი შესუსტებისკენ მიდის.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)