ფედე:„ბერნაბეუზე გატანილი ყველა გოლი საოცარია“
ფედერიკო ვალვერდემ „ვალიადოლიდთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„პირველ ტაიმში გუნდი მეტისმეტად პასიური იყო და ძალიან სჭირდებოდა გოლის გატანა. ვფიქრობ, ეფექტური დარტყმა გამომივიდა, რამაც თამაში გახსნა და ჩვენ მეტი შემართება მოგვცა. ბერნაბეუზე 3 ქულის მოპოვება ძალზედ მნიშვნელოვანი იყო.“
„ჩემი მოვალეობაა გუნდს დავეხმარო, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. მიხარია, რომ ლა ლიგის მეორე ტურში შევძელი გოლის გატანა და კოლექტივის დახმარება.“
„დარწმუნებული ვარ, გუნდი ტურიდან ტურამდე გაიზრდება და კიდევ უფრო კარგ შედეგებს აჩვენებს.“
„ახლა სულ რამდენიმე დღე გვაქვს სათანადოდ მოსამზადებლად და ეს ვარჯიშები უნდა გამოვიყენოთ.“
- 26 აგვისტო 2024
- 98
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.