"რეალი", მილანი და ჩემპიონთა ლიგის სასიკვდილო ჯგუფი!
საყოველთაო მოსაზრებით წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაბზე G ჯგუფი ყველაზე ძლიერ ჯგუფათაა მიჩნეული.
G ჯგუფი:
მადრიდის რეალი;
მილანი;
ამსტერდამის "აიაქსი"
ოსერი;
მილანმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შესანიშნავი ტრანსფერები "გაჩარხა", მათ დაიმატეს ბრაზილიელი რობინიო მანჩესტერ სიტიდან 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ და ზლატან იბრაგიმოვიჩი ბარსელონადან საიჯარო ხელშეკრულებით. ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება მილანის ორი ბრაზილიელი ლიდერი: ალეშანდრო პატო და რონალდინიო. ერთადერთი პრობლემა გუნდს უკანა ხაზში აქვს, მილანის დაცვა თაობათა ცვლას განიცდის და ისეთივე დამაჯერებელი აღარ არის, როგორიც მალდინის და ნესტას დროს იყო. საერთო ჯამში წლევანდელი მილანი ერთერთი რეალური კანდიდატია ჩემპიონობისა!
"აიაქსმა" როგორღაც შეძლო შეენარჩუნებინა ევროპაში ერთერთი ყველაზე ნაყოფიერი ფეხბურთელი, ურუგვაელი ლუის სუარესი. ეს უკანასკნელი და ეგვიპტელი მიდო ამსტერდამელთა შეტევაში ბრწყინვალე დუეტს ქმნიან. სპეციალისტები ჰოლანიელებისგან ამ ჯგუფში სურპრიზსს ელოდებიან!
ფრანგულ ოსერს წლევანდელი სეზონის დასაწყისი არც ისე კარგი აქვს, ოთხ თამაშში მხოლოდ 3 ქულა. მათ ძალიან გაუჭირდებათ ამ ჯგუფში, ოსერი ჯგუფის უდავო აუცაიდერია.
უკანასკნელი სეზონი ესპანური "გალაქტიკოსისთვის" საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა. წელს გუნდს 6 ახალი ფეხბურთელი ყავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გუნდში არის პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო! ამ ადამიანს ფეხბურთში ყველაფრის გაკეთება სძალუძს! მისი გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის პირველობისთვის იბრძოდნენ და შედეგიც არ აყოვნებდა! მაურინიოს გუნდები იშვიათად თამაშობდნენ ლამაზ ფეხბურთს, მაგრამ ყოველთვის პირველები იყვნენ!
სპეციალისტთა მოსაზრებით საბოლოო ჯამში G ჯგუფში ასეთი შედეგი იქნება:
1.მადრიდის "რეალი"
2.მილანი
3."აიაქსი"
4.ოსერი
ავტორი: camelo(ოთო დევაძე)
- 11 სექტემბერი 2010
- 2 431
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.