„რეალის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
სამეფო კლუბის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, სვენ გორან ერიქსონის გარდაცვალების გამო.
მადრიდის „რეალს“ სურს, შვედი სპეციალისტს ოჯახს თანადგომა გამოუცხადოს ამ მძიმე წუთებში.
ერიქსონი 76 წლის ასაკში, მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვალა.
შვედი სპეციალისტის წვლილი არაერთი საფეხბურთო კლუბისა და ნაკრების წარმატებაში უდიდესია, მან წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფეხბურთში.
- 26 აგვისტო 2024
- 264
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.