კიდევ ერთი ვარჯიში ბაზაზე
კარლო ანჩელოტის შეგირდებმა კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარეს.
დღევანდელ სესიაზე კვლავ დიდი ყურადღება დაეთმო ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას. პროცესს ანტონიო პინტუსი ზედამხედველობდა.
ვარჯიშის მეორე ნაწილში „მერენგებმა“ მოკლე სივრცეში ფეხბურთი ითამაშეს, სადაც ყურადღება მიექცა პრესინგს, ტაქტიკურ მონახაზებს და კარში დარტყმებს.
ხესუს ვალიეხო სატრენაჟორო დარბაზში დარჩა, რადგან სრულფასოვანი დატვირთვის მიღება არ შეუძლია.
რაც შეეხება კამავინგას და დავიდ ალაბას. ორივე ფეხბურთელი აღდგენით პროცესს აგრძელებს.
ხვალ „რეალის“ ფეხბურთელები დასკვნით ვარჯიშს გამართავენ, რომელიც დახურული იქნება.
- 23 აგვისტო 2024
- 16
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.