მბაპე:„ჯერ კიდევ მჭირდება დრო“
კილიან მბაპემ „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და გუნდში არსებული სიტუაცია შეაფასა.
„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშით. გულშემატკივართა სიყვარული და ოვაციები, რომელსაც ყოველ წუთს ვგრძნობდი, მართლაც საოცარი იყო. დიდი მადლობა მათ, ისინი მართლაც ტოპ ქომაგები არიან.“
„მთავარია გავიმარჯვეთ და აქტივში 3 ქულა ჩავიწერეთ. ლა ლიგის სტარტი არ იყო ეფექტური, თუმცა მეორე ტურში სულ სხვა დონის ფეხბურთი ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.“
„ახლა მესამე ტურზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ გვსურს ყველა ტურში გამარჯვება. ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს და ვაჩვენებთ პროგრესს.“
„მას შემდეგ, რაც ვარჯიში დავიწყე 3 კვირაც არ გასულა. ოპტიმალურ კონდიციაში ჯერ არ ვარ, მაგრამ გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს.“
„ვინისიუსთნ კოლაბორაცია? ჩვენ ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. დიახ, რამდენჯერმე ვერ გავუგეთ, მაგრამ ეს თამაშის შემადგენელი კომპონენტია, ხანდახან მოთამაშეები სხვადასხვაგვარად ფიქრობენ და მოედანზე ალტერნატიულ მოძრაობას აკეთებენ. ჩვენ იდეალურად შევთამაშდებით.“
„კიდევ ერთხელ მსურს, დიდი მადლობა ვუთხრა ქომაგებს, მათი მხარდაჭერა ძალიან ძლიერს მხდის.“
- 26 აგვისტო 2024
- 2 340
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.