ანჩელოტი:,,მბაპეს არ ვზღუდავ"
კარლო ანჩელოტიმ „ვალიადოლიდის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ეს არ იყო საუკეთესო მატჩი, მაგრამ გამარჯვებას ვიმსახურებდით და მივიჩნევ, რომ მომატების პერსპექტივა ნამდვილად გვაქვს. „მალიორკასთან“ ბევრი ხარვეზი დაფიქსირდა, ახლა კი ბევრი რამ შევცვალეთ, განსაკუთრებით ამის თქმა დაცვაზე შეიძლება.“
„ანდრეი ლუნინი გუნდში რჩება. როგორც ვიცი, უკრაინელ კარის დარაჯს გადაწყვეტილება მიღებული აქვს.“
„მბაპემ ამ საღამოს ვერ გაიტანა, მაგრამ აუცილებლად გაიტანს. ის არ არის ტიპიური „9“-იანი და ვცდილობ არ შევზღუდო, ვინაიდან ფლანგიდან შეტევებიც უყვარს. კილიანს უკვე ვუთხარი, რომ მისი პოზიცია ჩემთვის მნიშვნელოვანია და აზრები უნდა გამიზიაროს.“
„კილიანს 3-4 კარგი შანსი ჰქონდა და მეტოქის კარის აღებასთან ახლოს იყოს.“
„არდა გიულერს შანსი მივეცი, რადგან კარგად ვარჯიშობს. თურქი გაცილებით უფრო სტაბილური და გამოცდილი მოთამაშე გახდა. დროის გასვლასთან ერთად ის ვითარდება. არდა იყო გამარჯვების პროცესის მონაწილე და მისი მადლიერი ვარ.“
„ენდრიკი მოედანზე შევიდა და მალევე შეძლო მეტოქის კარის აღება. დარწმუნებული ვარ, ბრაზილიელისთვის ეს გოლი დაუვიწყარი და დიდი მუხტის მიმცემი იქნება.“
„ენდრიკს დიდი პოტენციალი აქვს. მთავარი ის არის, რომ ახალწვუელი მონდომებით ვარჯიშობს და ცდილობს, თანაგუნდელებისგან დიდი გამოცდილება მიიღოს.“
„ვალვერდეს სახით ტონი კროოსს ნამდვილად ღირსეული მემკვიდრე ჰყავს. ურუგვაელი „8“ ნომრიან მაისურს იმსახურებდა.“
„ბრაჰიმ დიასი ბრწყინვალე იყო. მიხარია, რომ სათადარიგო სკამიდან შემოსულ მოთამაშეებს შეუძლიათ თამაშის დროს გარდატეხის შეტანა. დიასი ბრწყინვალეა, მისი მრავალფეროვნებითა და ტექნიკური შესაძლებლობებით გუნდი უფრო მიმზიდველი ხდება.“
„სამწუხაროდ, ყველას ვერ ვაძლევ სათამაშო დროს, მაგრამ სეზონი გრძელია და ყველაფერი გამოსწორდება. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ ლუკას ვასკესი, რომელიც ვარჯიშებზე ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ლა ლიგაში 1 წუთიც არ მიუღია.“
- 26 აგვისტო 2024
- 1 024
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.