„რეალი“ იოროს ტრანსფერთან ერთ ნაბიჯშია
მადრიდის „რეალი“ ლენი იოროს ტრანსფერთან ერთ ნაბიჯშია. ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არა „პსჟ“-ში, არამედ ბერნაბეუზე თამაში სურს.
„ლილის“ ხელმძღვანელობამ უკვე იცის, რომ ლენის ფავორიტი სამეფო კლუბია, სწორედ ამიტომ, გუნდმა ფეხბურთელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს.
ფლორენტინო პერესი საფრანგეთში ოფიციალური წარმომადგენლობის გაგზავნას და ტრანსფერის დახურვას გეგმავს.
იოროს სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევრო იქნება, სადაც ასევე, მხარეები გაითვალისწინებენ საბონუსე სისტემასაც.
„ბლანკოსი“ ახალგაზრდა უკანახაზელს 6 წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
შეთანხმება საკმაოდ ახლოს არის.
- 23 ივნისი 2024
- 780
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.