მბაპე ოპერაციას მაინც გაიკეთებს
კილიან მბაპე ცხვირის ოპერაციას მაინც გაიკეთებს.
ფრანგი ფეხბურთელისთვის ქირურგიული ჩარევა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობება.
თუ საფრანგეთი ფინალში გავა, მბაპე ოპერაციას „რეალში“ პრეზენტაციის, ანუ 16 ივლისის შემდეგ გაიკეთებს, ხოლო თუ დეშამის გუნდი ნაადრევად გამოეთიშება ტურნირს, კილიანის ოპერაცია უფრო ადრე შედგება და ფეხბურთელი „ბლანკოსში“ პრეზენტაციას უკვე ნაოპერაციები შეხვდება.
ასევე ცნობილია, რომ სრულფასოვანი აღდგენისთვის წინახაზელს დაახლოებით 4 კვირა დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კილიანი ლა ლიგის სტარტისთვის აბსოლუტურ მზადყოფნაში იქნება.
ჯერ-ჯერობით მაინც ეჭვქვეშ დგას მბაპეს ასპარეზობა 14 აგვისტოს შეხვედრაში, რომელიც ევროპის სუპერთასზე, „ატალანტას“ წინააღმდეგ უნდა შედგეს.
- 23 ივნისი 2024
- 717
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.