როდრიგო:„სუპერ ვარსკვლავებთან ერთად თამაში მინდა“
როდრიგო გოეშმა მადრიდის „რეალიდან“ წასვლა კიდევ ერთხელ გამორიცხა და განაცხადა, რომ ახალ საკლუბო სეზონს მოუთმენლად ელის.
„როგორ წავიდე „რეალიდან“, როდესაც მბაპეს გამადრიდელება გაოფიციალურდა. ვინისიუს ჟუნიორი შესანიშნავ ფორმაშია, ბელინგემი ახალ სეზონს კიდევ უფრო გამოცდილი და სოლიდური ხვდება, მე კი ბევრი გოლი მაქვს გასატანი.“
„ჯერ-ჯერობით „ბლანკოსში“ გასატანი გოლების ლიმიტი არ ამომიწურია, სწორედ ამიტომ, ახალი შემართებით ვეცდებით გუნდის დახმარებას.“
„ნეიმართან საუბარი? ის ხშირად მამხნევებს, ბრაზილიელმა იცის, რომ ჩემს კარიერაში უდიდესი როლი აქვს ნათამაშები, როდესაც ნეის ტელევიზორში ვუყურებდი, ვოცნებობდი, რომ მის სტილში მეთამაშა, ის ხომ ჩემი კუმირი იყო.“
„ვინისიუსი ძალიან მაღალ დონეზე ემზადება და მჯერა, რომ კოპა ამერიკას მოგებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.“
„ოქროს ბურთი? ალბათ ბევრი კამათი არ სჭირდება იმას, რომ საუკეთესოდ სწორედ ჩემს დიდ მეგობარს დაასახელებენ და ეს სრულიად დამსახურებული ჯილდო იქნება.“
„10 ნომერი ბრაზილიის ნაკრებში დიდი პატივია, ვინაიდან ამ ნომერს არაერთი ლეგენდარული ფიგურა ატარებდა.“
„ყოველთვის ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო და ზღვარს არ გავცდე, ვინაიდან ფეხბურთს ეს არ უხდება. დიახ, ბრაზილიელები ემოციური ხალხი ვართ, თუმცა პროფესიონალიზმი მოითხოვს მეტ თავდაჯერებულობას.“
„ყოველთვის ვცდილობ გავუმჯობესდე და საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშო. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელსაც არცერთი ფეხბურთელი არ უნდა ჩამორჩეს.“
„ნეიმარის ვიზიტი ჩვენს ბაზაზე ემოციური იყო. ბრაზილიის ნაკრების ყველა ფეხბურთელისთვის ლეგენდის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.“
- 23 ივნისი 2024
- 471
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.