ალ ჰელაიფი იოროს დათმობას არ აპირებს
„პსჟ“-ს მმართველი, ალ ჰელაიფი პრინციპის საქმედ მიიჩნევს, რომ ლენი იორომ კარიერა პარიზულ გრანდში გააგრძელოს და არა მადრიდის „რეალში“.
ახალგაზრდა უკანახაზელისთვის დიდი ბრძოლაა გამოცხადებული. ფლორენტინო პერესმა საქმეში ხუნი კალაფატი ჩართო, ალ ჰელაიფმა კი ეს ყველაფერი ლუის ოკამპოსს დაავალა.
პარიზული გრანდი ლენის გაცილებით მაღალ ხელფასს და მიმზიდველ პირობებს სთავაზობს, მაგრამ რა შეიძლება იყოს იმაზე მიმზიდველი, ვიდრე „რეალის“ მაისურის მორგება და ბერნაბეუზე თამაშია.
ფრანგული გამოცემების ცნობით, იოროსთან დაკავშირებით მომდევნო დღეებში დამატებითი ინფორმაციები გახდება ცნობილი.
- 22 ივნისი 2024
- 945
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.