მბაპე ნიდერლანდებთან სკამზე იქნება
დადასტურდა, რომ კილიან მბაპე ნიდერლანდების წინააღმდეგ დაპირისპირებაში სათადარიგო სკამზე იჯდება.
ფრანგი ფეხბურთელი მოედანზე შესვლის შემთხვევაში სპეციალური ნიღბით იასპარეზებს, რადგან ცხვირის ტრავმა აქვს.
სამედიცინო შტაბი არ რისკავს და ფეხბურთელს მოედანზე პირველივე წუთებიდან გასვლის საშუალებას არ აძლევს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ გუნდს უბრუნდება ორელიან ჩუამენი და „რეალის“ ნახევარმცველი სათამაშო წუთებს აუცილებლად მიიღებს.
შეგახსენებთ, დეშამის გუნდი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის დაპირისპირებას 23:00 საათზე გამართავს.
- 21 ივნისი 2024
- 953
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.