კეპა არ დარჩება
მადრიდის „რეალსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის კეპა არიზაბალაგას ტრანსფერზე შეთანხმება ვერ შედგება.
საქმე იმაშია, რომ „არისტოკრატები“ იჯარაზე თანახმანი არ არიან, ფლორენტინო პერესს კი ბასკი კიპერის სანაცვლოდ კოლოსალური თანხის გადახდა არ სურს.
ლონდონის „ჩელსის“ არიზაბალაგას სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონის მიღება სურს, „ბლანკოსი“ კი სარეზერვო მეკარეში ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს.
იჯარა არ შედგება, ტრანსფერზე კი ფინანსური პრობლემებია, სწორედ ამიტომ, არიზაბალაგას ოცნება „რეალში“ დარჩენასთან დაკავშირებით ვეღარ ახდება.
კეპა ლონდონში დაბრუნდება, 31 აგვისტომდე კი ახალ კლუბში გადასვლაზე იზრუნებს.
- 20 ივნისი 2024
- 1 069
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.