კრიშტიანო რონალდო 60-70 წუთს ითამაშებს
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ლიდერი, კრიშტიანო რონალდო ტრავმირებული იყო, მაგრამ მან მოიშუშა დაზიანება და მზად არის ოსასუნას წინააღმდეგ სათამაშოდ, მაგრამ სრული 90 წუთის ჩასატარებლად იგი მზად არ არის, ამიტომ თუ საჭიროება არ იქნება იგი მოედანზე მხოლოდ 60-70 წუთს დაჰყოფს...
"ბლანკოსის" სამედიცინო შტაბის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რონალდო 100 %-ით არის მზად თუმცა გარისკვა მაინც არ ღირს და სრულ დატვირთვას ჯობია ნაწილობრივი დატვირთვა, რადგან სამეფო კლუბს ლა ლიგის მატჩის შემდეგ აიაქსთან უწევს შეხვედრა, სადაც რონალდო გაცილებით უფრო საჭირო იქნება.
- 10 სექტემბერი 2010
- 1 770
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.