მბაპეს კატეგორიული უარი - „ამას არ გავაკეთებ!“
საფრანგეთის ნაკრების ექიმებმა კილიან მბაპეს ოპერაციის გაკეთება შესთავაზეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ „რეალის“ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 2 მატჩის გამოტოვება მოუწევდა და მოედანზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდოდა, თუ დეშამის გუნდი ჯგუფურ ეტაპს დაძლევდა.
არსებული ცნობით, კილიანმა კატეგორიული უარი განაცხადა და ის ნიდერლანდებთანაც კი შესაძლოა მოედანზე გამოჩნდეს.
მბაპე ოპერაციას იმ შემთხვევაში გაიკეთებს, თუ საფრანგეთის ნაკრები ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობება და სარეაბილიტაციო პერიოდისთვის დრო დარჩება.
„რეალის“ ვარსკვლავი მოედანზე ამის შემდეგ სპეციალური დამცავი საშუალებით გავა.
- 19 ივნისი 2024
- 22 546
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.