„რეალის“ ფეხბურთელი კვარაცხელიას თანაგუნდელი ხდება
იტალიური და ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი „ნაპოლიში“ გადადის სათამაშოდ.
საუბარია რაფა მარინზე, რომელიც „რეალში“ ბრუნდება და ნაჩოს მოლოდინშია, თუმცა კარლო ანჩელოტი მასზე გათვლას მაინც არ აპირებს და სჯერა, რომ ლენი იოროს ტრანსფერი შედგება.
რაც შეეხება მარინის „ნაპოლიში“ გადასვლის საკითხს. ჯანლუკა დი მარსიოს ცნობით, ტრანსფერის ღირებულება 12 მილიონი ევრო იქნება, თუმცა „რეალი“ მომდევნო 2 წლის განმავლობაში ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებას დაიტოვებს.
თუ რაფა იტალიაში უმაღლეს დონეს აჩვენებს, ფლორენტინო პერესი ბრაჰიმ დიასის სცენარს გაიმეორებს და ფეხბურთელს კვლავ ბერნაბეუზე დააბრუნებს.
მარინი მოსწონს ანტონიო კონტეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ნეაპოლიტანური კლუბის დაცვის გაძლიერება აუცილებელია.
- 19 ივნისი 2024
- 15 438
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.