ლუკა მოდრიჩი გადამწყვეტ მატჩს ითამაშებს
დღეს ხორვატიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ალბანეთს დაუპირისპირდება, სადაც ვერმოგების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ფაქტობრივად დაკარგავს.
ზლატკო დალიჩის კოლექტივში სრული მობილიზებაა. ხორვატებმა დღეს აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ, სწორედ ამიტომ, საუკეთესო ვერსია უნდა წარმოადგინონ.
გუნდთან ერთად იმყოფება ლუკა მოდრიჩი, რომელიც წინა ტურში მეორე ტაიმში შეცვალეს და დასვენების საშუალება მისცეს.
ლუკიტა საკუთარ ფუნქციას კარგად ითავისებს და ხვდება, რომ მის კარგ თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე აიღებს სტარტს.
- 19 ივნისი 2024
- 942
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.