„რეალის“ წარმომადგენლობა ლენი იოროს აგენტს შეხვდა
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლობა ლენი იოროს აგენტს შეხვდა.
ეს იყო პირველი ოფიციალური ნაბიჯი, რომელიც კლუბმა გადადგა. არსებული ცნობით, იოროს აგენტი გაეცნო გეგმას, რომელიც ფლორენტინო პერესს ახალგაზრდა უკანახაზელთან დაკავშირებით აქვს.
მადრიდის „რეალი“ მომდევნო სეზონში ძალიან ბევრ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების შემთხვევაში შესაძლოა 70 მატჩიც კი გამართოს, რაც თავისთავად საჭიროებს დამატებით რესურსს, ეს კი იოროსთვის კარგი შანსი იქნება.
თავად ფეხბურთელი ჯერ არ ჩქარობს, თუმცა „პსჟ“-ში თამაშს ბერნაბეუზე გადასვლა ურჩევნია.
- 18 ივნისი 2024
- 879
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.