„ბაიერნმა“ დეივისს 14 მილიონი შესთავაზა
გერმანული გამოცემების ცნობით, მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ ალფონსო დეივისს ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი და წლიურად 14 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ეს ყველაფერი კიდევ არ არის.
კანადელ ფეხბურთელს შეუძლია მომდევნო 4 წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ყოველი მოგების შემთხვევაში დამატებით 2 მილიონი ევრო გამოიმუშავოს.
„რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობამა ალფონსოს უკვე უთხრა, რომ ეს არის საბოლოო შეთავაზება და მეტს გერმანული მხარე ვეღარაფერს იღონებს.
თუ ალფონსო ხელშეკრულებას დათანხმდება, ის „ალიანც არენაზე“ დარჩება, სხვა შემთხვევაში კი მისი „რეალში“ გადასვლის შანსი აშკარად და თვალნათლივად იქნება გაზრდილი.
- 18 ივნისი 2024
- 1 234
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.