ვინი:„ფიზიკური კომპონენტი მნიშვნელოვნად გავიუმჯობესე“
ვინისიუს ჟუნიორმა ბრაზილიის ნაკრებში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა, სადაც საინტერესო საკითხები მიმოიხილა.
„თავს ძალიან მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ 2 კვირაზე მეტი გავიდა და დასვენება შევძელი. ვფიქრობ, ეროვნული ნაკრების დახმარებას მოვახერხებ და კოპა ამერიკაზე მოწოდების სიმაღლეზე ვიდგები.“
„გასულ სეზონში ტრავმები მქონდა, მაგრამ ფიზიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გავიუმჯობესე. მე ვიცი, როგორ გადავანაწილო ძალები და ვიზრუნო როგორც კუნთის მასაზე, ასევე ტაქტიკურ და ტექნიკურ კომპონენტებზე.“
„საკლუბო ასპარეზს აგვისტოში დავუბრუნდებით. ენდრიკთან „რეალზე“ ბევრს ვსაუბრობ, თუმცა ის ყველაფერს ესპანეთში იხილავს. თითოეული ბრაზილიელი მზად არის, ფელიპეს ადაპტაციაში დაეხმაროს.“
- 18 ივნისი 2024
- 811
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.