პერესი როდრიგოს ტრანსფერისთვის ერლინგ ჰოლანდს ითხოვს
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „სიტის“ დაჟინებულ მოთხოვნას როდრიგო გოეშთან დაკავშირებით ფლორენტინო პერესის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
მაშ ასე, მადრიდის „რეალი“ მზად არის, როდრიგო პრემიერლიგაში გაუშვას, თუ ხოსეპ გვარდიოლა ერლინგ ჰოლანდს დათმობს.
ესპანელებმა ეს ყველაფერი მონათლეს, როგორც ტაქტიკური უარი გოეშის მანჩესტერში გაშვებაზე, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც ინგლისურ მხარეს ეკუთვნის.
მადრიდში ხვდებიან, რომ პეპი ჰოლანდს არ შეელევა და აქედან გამომდინარე, ვერც როდრიგოზე გამოაცხადებს პრეტენზიას.
არანაირი 160 მილიონი ევრო არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კლუბი შეიცვალოს და მანჩესტერულ გრანდში გადავიდეს.
- 17 ივნისი 2024
- 6 283
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.