მბაპე:„მე მაქვს დიდი გეგმები „რეალთან“ ერთად“
კილიან მბაპემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
„ლიდერებთან თამაში ჩემთვის პრობლემა არასდროს ყოფილა. „პსჟ“-ში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად გავსულვარ მოედანზე, როგორებიც ჯიჯი ბუფონი, სერხიო რამოსი, ლიონელ მესი, ნეიმარი და სხვები იყვნენ, ხოლო ეროვნულ გუნდში პოგბასთა, ლორისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად.“
„ახლა საფრანგეთის ნაკრებში ჩემზე ყველაზე დიდი გათვლა კეთდება, მაგრამ ეს ჩემს ემოციურ მდგომარეობას არ ცვლის. მზად ვარ, ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოვიგო, ამაზე ვოცნებობ, ვინაიდან აღნიშნული თასი არ მაქვს.“
„როდესაც ნაკრების კაპიტანი ხარ, შენი პასუხისმგელბობა იზრდება. ვეცდები, გავამართლო გაცემული ავანსი და გუნდი ღირსეულად წარმოვაჩინო.“
„აქცენტს თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე ვაკეთებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც კაპიტანი გავხდი, ვალდებული ვარ, სხვებზეც ვიზრუნო. მე დიდი პასუხისმგელობა ავიღე.“
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი ავსტრიის ნაკრებთან მოწოდების სიმაღლეზე იდგება. მეტოქე საკმაოდ ძლიერია ტაქტიკური მონახაზით, საშემსრულებლო ოსტატობით და ზოგადი ხედვებით.“
„ძალიან მოტივირებული ვარ და ვეცდები, საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშო.“
„„რეალი“? ეს არის ძალიან ამაღელვებლეი რამ. როდესაც ევროპის ჩემპიონატი დასრულდება და ჩემი პრეზენტაცია შედგება, ძალიან ბედნიერი ვიქნები.“
„კრიშტიანო რონალდუ ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების წყარო. მისი დონის კარიერა? ხმამაღლა ვამბობ, რომ ვეცდები, მისი მაჩვენებლები გავიმეორო.“
„სავსებით გასაგებია, რომ სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას ჩემი ოლიმპიურ თამაშებზე წასვლა არ სურს, ვინაიდან გამოდის, რომ სეზონი ყოველგვარი დასვენების გარეშე უნდა დავიწყო, რაც ხელს შემიშლის საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებაში.“
„ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.“
- 16 ივნისი 2024
- 16 219
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.