ვირცი კვლავ ბრწყინავს
ფლორიან ვირცი კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე ამტკიცებს, რომ საოცარი დონის ფეხბურთელია, ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში კი ახალგაზრდა ფეხბურთელმა „რეალის“ კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო...
ფლორიანი ჩაბი ალონსოს შეგირდია. ეჭვი არავის ეპარება, რომ მომდევნო სეზონში, როგორც ბასკი სპეციალისტი, ასევე გერმანელი ფეხბურთელი კვლავ „ლევერკუზენის“ ღირსებას დაიცავს, მაგრამ 2025 წლის ზაფხულში სიტუაცია შეიცვლება.
ფლორიანზე პრეტენზიას მიუნხენის „ბაიერნი“, „პსჟ“, მანჩესტერ „იუნაიტედი“ და მადრიდული გრანდი აცხადებენ, მაგრამ ფლორენტინო პერესი ფავორიტია.
ვირცს კიდევ 1 წელი ექნება იმისთვის, რომ შესაძლებლობების დამტკიცება შეძლოს და „ბლანკოსს“ უფრო გამოცდილი შეუერთდეს.
- 15 ივნისი 2024
- 2 501
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.