კონტეს „ნაპოლიში“ „რეალის“ ფეხბურთელი სურს
ანტონიო კონტე „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას რამდენიმე ტრანსფერის განხორციელებას თხოვს, ერთ-ერთი კი მადრიდის „რეალის“ საკუთრებაა.
რაფა მარინს მადრიდში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, ვინაიდან მის სატრანსფერო უფლებებს ფლორენტინო პერესი ფლობს, თუმცა იტალიური კლუბის სახით ახალგაზრდა უკანახაზელს ახალი გუნდი გამოუჩნდა.
თუ „რეალი“ ლენი იოროს დაიმატებს, მარინის ადგილი კოლექტივში აღარ დარჩება და დიდი ალბათობით, რაფას ახალი კლუბი „ნაპოლი“ გახდება.
ჯანლუკა დი მარსიოს ცნობით, ნეაპოლიტანელები რაფა მარინის ტრანსფერზე სერიოზულ მუშაობას გეგმავენ და მოლაპარაკებების პირველი ეტაპი უკვე დაწყებული აქვთ.
- 15 ივნისი 2024
- 7 049
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.