კამავინგა:„მბაპემ უკვე იცის, რომ „რეალში“ ეს არ გამოუვა“
ედუარდო კამავინგამ კილიან მბაპეზე ისაუბრა.
„მიხარია, რომ მე და კილიანი სამეფო კლუბს ერთად შევუერთდებით და ვარჯიშს დავიწყებთ. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.“
„დიახ, კილიანი ნაკრებში ჩემი უფროსი მეგობარია, მაგრამ „ბლანკოსში“ ეს არ გამოუვა, ვინაიდან მან ჩემი რჩევები უნდა მიიღოს. (იცინის). მერწმუნეთ, მბაპეს „რეალთან“ ადაპტაცია არ გაუჭირდება, მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რა მარტივად შეუძლია გამოწვევების დაძლევა.“
„ევროპის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ იქნება, რადგან გამოვა, რომ ლა ლიგას, ჩემპიონთა ლიგას და ევროსარბიელს ერთად მოვუყრი თავს.“
- 14 ივნისი 2024
- 5 697
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.