არბელოა: "ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ ძირითადში მოსახვედრად"
ალვრო არბელოამ ისაუბრა Agencia EFE-სთან და გაუმხილა თავისი შეხედულებები მადრიდის რეალის შესახებ.
"გასულ სეზონში კარგად ვითამაშეთ, თუმცა მადრიდის რეალის დონის კლუბისათვის ეს საკმარისი არ არის, ჩვენთვის ნებისმიერი სეზონი წარუმატებელია, რომელიც უტიტულოდ დასრულდება, ამიტომ წელიწადში მინიმუმ ერთი ტიტულის მოგება მაინც უნდა შევძლოთ. ეს ეხება როგოც ძირითად გუნდს, ასევე აკადემიასაც. ჩვენ ძალიან მომთხოვნი გულშემატკივრები ვართ და ვალდებულნი ვართ მათი თხოვნა შევასრულოთ."
"მიმდინარე სეზონში შემადგენლობა უფრო კონკურენტუნარიანია ვიდრე გასულ წელს. ფეხბურთელებს არა შემადგენლობაში მოხვედრისათვის უწევთ ბრძოლა, არამედ გუნდში დარჩენისათვის."
"სეზონის კარგად დაწყება მნიშვნელოვანია და სადებიუტო მატჩებში აუცილებლად უნდა მოვახერხოთ გამარჯვება. რაც შეეხება იკერ კასილასს მას პირველად არ უწევს კლუბის მოედანზე გაყვანა კაპიტნის რანგში, ამიტომ დარწმუნებული ვარ თავის მოვალეობას პირნათლად შეასრულებს. გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ახალწვეულთათვის სამაგალითონი არიან. მაგალითად ხაბი ალონსო, იგი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და თან არის სამაგალითო პიროვნება."
"ახალწვეულები შესანიშნავად თამაშობენ, ისინი ძალიან ახალგაზრდები და პერსპექტიულები არიან. გერმანელები ნაკლებად ურთიერთობენ ჩვენთან, რადგან კომუნიკაციის პრობლემა აქვთ, ამიტომ ძირითადად ერთად არიან. რაც შეეხება კანალესს, პედრო ლეონსა და დი მარიას, ისინი შესანიშნავად შეეწყვნენ გუნდს და ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ თავიანთი ტალანტი მადრიდში კიდევ უფრო განავითარონ."
"ახალ მწვრთნელთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. შესაძლოა მოვიდა დრო გამოვავლინო რაც ინგლისში ვისწავლე. პრემიერ ლიგასი ნათამაშებ ფეხბურთელებს ძალიან სიამოვნებთ მოურინიოსთან თანამშრომლობა, რადგან მისი ვარჯიშები ძალიან წააგავს იმას, რასაც ადრე ბრიტანეთში ვაკეთებდით."
- 10 სექტემბერი 2010
- 1 458
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.