ვალიეხო დროებით „რეალში“ ბრუნდება
ხესუს ვალიეხო დროებით მადრიდის „რეალში“ ბრუნდება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ხესუსი იჯარის ამოწურვის შემდეგ სამეფო კლუბის რიგებს შეუერთდება და პრე-სეზონს ანჩელოტისთან ერთად დაიწყებს.
„ბლანკოსში“ ვალიეხოს დატოვება არ სურთ, სწორედ ამიტომ, მას ან გაყიდიან, ან კვლავ იჯარის წესით გაუშვებენ.
იმ ფონზე, რომ ნაჩოს წასვლის შანსი დიდია, ვალიეხოს შანსი უნდა გაზრდილიყო, თუმცა კარლო აქცენტს ლენი იოროსა და რაფა მარტინზე აკეთებს, სწორედ ამიტომ, ხესუსის მადრიდული მომავალი ვერ განვითარდება.
- 14 ივნისი 2024
- 1 742
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.