სკოლარი:„ოქროს ბურთთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს“
ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებების ყოფილმა თავკაცმა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა.
„ვამაყობ, რომ ბრაზილიის ნაკრებს ვინისიუსი ჰყავს. ის უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამას სულ რაღაც 23 წლის ასაკში მიაღწია.“
„ოქროს ბურთთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. შეუძლებელია სხვა კანდიდატი განიხილებოდეს, ვინაიდან ვინი მდევრებთან შედარებით უპირატეს პოზიციაშია.“
„დარწმუნებული ვარ, ოქტომბერში სრულიად ბრაზილია იზეიმებს ვინისიუსის დაჯილდოებას.“
- 13 ივნისი 2024
- 1 395
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.