იორომ დააფიქსირა, რომ „პსჟ“-ს „რეალი“ ურჩევნია
ლენი იოროსთან დაკავშირებით საფრანგეთში დიდი ამბებია. ახალგაზრდა ფებხურთელზე „პსჟ“ ნადირობს, მაგრამ ფეხბურთელმა „ლილის“ ხელმძღვანელობას უთხრა, რომ მისი მიზანი მადრიდის „რეალში“ გადასვლაა...
მიუხედავად დიდი კონკურენციისა, იოროს სჯერა მადრიდული მომავლის და „პსჟ“-ში თამაშს სანტიაგო ბერნაბეუზე გადასვლა ურჩევნია.
იოროს სატრანსფერო ფასთან დაკავშირებით „რეალი“ შეთანხმებას ვერ აღწევს, მაგრამ აგვისტოს ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, სადაც შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პერესი ნაჩოს ელოდება. თუ გუნდს კაპიტანი დატოვებს, იოროსთვის ბრძოლა უფრო ინტენსიური გახდება.
- 13 ივნისი 2024
- 1 365
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.