პსჟ-ს რადარზე როდრიგო გოეში გამოჩნდა, თანხა კოლოსალურია
ფრანგული გამოცემების ცნობით, როდრიგო გოეშის ტრანსფერით მანჩესტერ „სიტის“ გარდა „პსჟ“-ც ინტერესდება და ტრანსფერისთვის 150 მილიონ ევროს ამზადებს.
ახლა ნამდვილად დადგა მომენტი, როდესაც ფლორენტინო პერესს მსურველ გუნდებთან ვაჭრობა შეუძლია, მაგრამ კარლო ანჩელოტის სამხრეთ-ამერიკელი შემტევის გაშვება არ სურს.
ხოსეპ გვარდიოლა გოეშს ამბიციურ პროექტს სთავაზობს და სჯერა, რომ შეთანხმება შედგება, ნასერ ალ ჰელაიფი კი მადრიდელ ფორვარდს „პსჟ“-ში სრულიად ახალი პროექტის მთავარ ფიგურად გახდომას ურჩევს.
გავრცელებული ცნობებით, კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ, როდრიგო აუცილებლად შეხვდება „რეალის“ ხელმძღვანელობას და მომავალთან დაკავშირებით იმსჯელებს.
ამ ეტაპზე არ არსებობს რისკი იმისა, რომ გოეში წავა, თუმცა ფაქტია, რომ მსურველი კლუბების რიცხვი იმატებს.
- 13 ივნისი 2024
- 4 024
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.