მბაპეს პრეზენტაცია 16 ივლისს გადაწყდა
ესპანური გამოცემების ცნობით, დადასტურებულია, რომ მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს 16 ივლისს წარადგენს.
ფლორენტინო პერესი ფრანგ ვარსკვლავს პომპეზურად წარადგენს. იქნება როგორც ოფიციალურ ნაწილი, ასევე სანტიაგო ბერნაბეუზე ფანებთან დიდი შეხვედრა და მისალმება.
ბერნაბეუზე მოეწყობა სპეციალური სცენა, რომელზეც ავლენ „რეალის“ ლეგენდები, თავად მბაპე და გუნდის ხელმძღვანელობა.
ივლისის დასაწყისში კილიანის პრეზენტაციასთან დაკავშირებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
- 13 ივნისი 2024
- 856
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.