მკაცრი ვარჯიში დახურულ კარს მიღმა
ჯერ არასოდეს ყოფილა რომ დილის ვარჯიშის შემდეგ "რეალს" უარი ეთქვას ჟურნალისტებისთვის რომელიმე ფეხბურთელთან ან მწვრთნელთან ინტერვიუს ჩაწერაზე. "ოსასუნასთან" მატჩამდე 2 დღით ადრე სავარჯიშო ბაზის კარები მკაცრდად იქნა დახურული უცხო ხალხისათვის.
ნათელია, რომ მოურინიო გუნდს გაძლიერებულად ამზადებს. ფეხბურთელებმა საათნახევრიანი ვარჯიში გამართა, რომელზეც საბოლოოდ შეიკრიბა გუნდის ყველა ჯანმრთენლი ნაკრებიდან დაბრუნებული ფეხბურთელი.
უკვე ცნობილია რომ შაბათს მატჩში ვერ მიიღებენ მონაწილეობას გარაი, ალბიოლი, გაგო, კაკა და რონალდუ. ამ ვითარებაში მოურინიოს სასტარტო შემადგენლობაში კორექტივების შეტანა მოუწევს. პეპეს დაბრუნება სერხიო რამოსს მისცემს შესაძლებლობას მარჯვენა ფლაგნზე დაბრუნების. ახლახანს გამოჯანმრთელებული ლასი ალბათ დაუთმობს თავის ადგილს მოედანზე ხედირას.
პარასკევს დილის ათ საათზე შედგა კიდევ ერთი ვარჯიში, რომელზეც მწვრთნელს მოუწევს გადაწყვიტოს ჯერ განაცხადი მატჩისთვის, შემდეგ კი ძირითადი შემადგენლობა.
- 10 სექტემბერი 2010
- 1 537
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.