კარვახალი:„ბარსას“ ვარსკვლავის შედარება ვინისიუსთან უადგილოა“
დანიელ კარვახალმა ესპანეთის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი მიმოიხილა.
„ოქროს ბურთი? არ მეგონა, რომ ამ კითხვას დამისვამდით. არა, არა, არავითარი შანსი არ მაქვს. მაშინ ევროპის ჩემპიონატზე 15 გოლი უნდა გავიტანო და საუკეთესო მოთამაშე გავხდე.“
„რას ვიტყვი მბაპეზე? ის არის ტოპ კლასის წინახაზელი, ძალიან დიდი შესაძლელობებით. მას კარგ ევროპის ჩემპიონატს ვუსურვებ, აგვისტოდან კი საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშოს და ჩვენ დაგვეხმაროს.“
„ლამინე იამალი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მე მის ასაკში „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში ვიყავი და მხოლოდ იქაურ ტიტულებს ვზეიმობდი, ის კი ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზეა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. „ბარსელონას“ ფეხბურთელის ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ დაცვაში არ მეხმარება (იცინის), თუმცა უდიდესი მომავალი აქვს.“
„ოქროს ბურთის მოგების უმთავრესი კანდიდატი ვინისიუს ჟუნიორია, მას სეზონში ჯამურად 3 თვე გაუცდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ გადამწყვეტი გოლები გაეტანა და დიდი წვლილი შეეტანა, როგორც ლა ლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. ვინი ფასდაუდებელ შრომას წევს. ფავორიტების სიაში მეორე ადგილზე ჯუდ ბელინგემს გავიყვანდი, რომელსაც ასევე საოცარი სეზონი ჰქონდა? იამალი? ვფიქრობ, მისი ვინისიუსთან შედარება ამ ეტაპზე სრულიად უადგილოა.“
„როდესაც მოდრიჩს ვნახავ, ვეცდები ნაკრების მაისური გამოვართვა, ის ლეგენდარული ფეხბურთელია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ლუკიტამ 2018 წელს ოქროს ბურთის მოგება შეძლო და ეს უდიდესი შედეგია.“
„ნაჩოს მომავალი? ესპანელი ფეხბურთელისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მე მის დარჩენას მივესალმები, თუმცა არ ვიცი რა მოხდება. როგორც ვიცი, ნაჩეტეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ამას უახლოეს კვირებშიგ გააკეთებს.“
- 12 ივნისი 2024
- 6 447
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.