გუტი:"მე და რაული მეტს ვიმსახურებდით"

გუტი:"მე და რაული მეტს ვიმსახურებდით"
"სამეფო კლუბიდან" გუტისა და რაულის წასვლის შემდგომ არც თუ ისე ცოტა ხანი გავიდა, მაგრამ პერიოდულად ამ საკითხზე საუბრები ახალი ძალით "ბრუნდება". ამას ზოგჯერ თავად ეს ფეხბურთელებიც იწვევენ, როგორც მაგალითად გუტიმ ისაუბრა "რეალიდან" წასვლაზე.

ჟურნალისტებთან ახლახანს საუბრისას თურქულ "ბეშიქთაშში" მოთამაშე გუტი დაუბრუნდა თავისთვის მტკივნეულ, "სამეფო კლუბიდან" წასვლის თემას. კონკრეტულად კი, ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ ისიც და რაულის მეტს იმსახურებდნენ. გუტი იმედოვნებს, რომ მომავალში ისინი შეძნელებნ გუნდსა და მის გულშემატკივრებთან გულიანად გამომშვიდობებას.

"ყველას სურს, რომ კლუბთან გამომშვიდობება, სადაც არ უნდა გაატარო ის წლები, განსაკუთრებული გამოდგეს. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს არავის გაუკვირდა, მიუხედავად იმისა რომ წინა სეზონის ბოლოს ამის შესახებ არაფერი თქმულა. დარწმუნებული ვარ, რომ მეც და მითუმეტეს რაულიც მეტს ვიმსახურებთ. შესაძლოა, მომავალში ჩვენ სხვა დახვედრად დავიმსახურებთ, რადგან ახლა ყველაფერი არეული იყო"-აცხადებს გუტი "Onda Madrid"-თან ინტერვიუში.


მტკივნეული თემის გაგრძელებისას გუტიმ აღიარა, რომ მას არ ეყო სითბო გულშემატკივართა მხრიდან დამშვიდობებისას. განსაკუთრებული გრძნობები მას შემორჩა თავის უკანასკნელ პრეს-კონფერენციდან, რაულის ცრემლებისა და მომავალი დღის რაულის შეხვედრიდან ჟურნალისტებთან, სადაც თავად კაპიტანმა ამცნო "შალკეში" გადასვლა ყველას.

"ეს ორი პრეს-კონფერენცია ძალიან ემოციური იყო. მე და რაულმა ძალიან ბევრი წელი გავატარეთ ერთად, ერთი კლუბის ფერების დაცვისას..გარდა ამისა, ჩვენ მუდამ კარგი მეგობრები ვიყავით. როდესაც ცხოვრების ასეთი ეტაპი სრულდება ბევრნაირი გრძნობებით აღსავსე ხდება ადამიანი. რა თქმა უნდა, ასეთ დროს რთულია ცრემლებისაგან თავის შეკავება. "მადრიდში" გატარებული წლები ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო. მე მუდამ დავრჩები მადრიდისტა, მაგრამ ახლა მე ვტკბები "ბეშიქთაშში" ყოფნით და ვოცნებობ ამ გუნდთან ერთად მოგებებზე",-დაამატა გუტიმ.

გუტიმ თავისი სტამბულში ყოფნისას მონიჭებული გრძნობები ჟურნალისტსაც გაუზიარა. ესპანელი თვლის, რომ მას ჯერ აწუხებს ენის ბარიერი და საკვირველი გამოცოცხლება ქალაქის ქუჩებში.

"ყოველ ოთხ საათში მე სახლში ლოცვაზე ხალხის დაძახება მესმის. აქაური ტრაფიკი უბრალოდ უარისია, ქუჩები მუდამ სავსეა ხალხითა და მანქანებით. ზოგჯერ, სახლიდან გამოსვლა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ცვლილებები მოხდა, მაგრამ აქ კარგად მექცევიან".


შემდგომ გუტიმ კომენტარი გააკეთა თავის ურთიერთობაზე "რეალის" ახალ თავკაც ჟოზე მოურინიოსთან.

"ჩემთვის არც იყო საჭირო მოურინიოსთან საუბარი. ჩვენ არ შევხვედრილვართ. კლუბში ახალი მწვრთნელის ყოფნის პირველივე დღიდან ნათლად ჩანდა, რომ მას არ სურდა გუნდში ჩემი ხილვა. უაზრობა იქნებოდა იმ გუნდში დარჩენა სადაც შენი ადგილი არ მოიძებნება"


სტამბულში ყოფნის მიუხედავადაც გუტი აგრძელებს "მადრიდის" თამაშების ყურებას. განსაკუთრებული ყურადღება მისი მიიწვია ახალგაზრდა სერხიო კანალესის თამაშის, რომელსაც ხშირად მას ადარებენ.

"იგი მე გარეგნულადაც მგავს",-აღიარებს ამ შედარებებს გუტი.

"ეს ბიჭი ფანტასტიურად პროგრესირებს, მას შესანივი მოედნის ხედვა და ბოლო პასი აქვს, ისევე როგორც მე. მას დრო უნდა მიეცეს. უკეთესია იგი ნელა პროგრესირებდეს, მაგრამ სწორედ. ისეთი შესანიშნავი მწვრთნელის მეთვალყურეობით სერხიო ნელ-ნელა დაკომპლექტდება. არ იქნება სჭორი ახლა მის კისერზე დიდი პასუხისმგებლობის დაკისრება. იგი ჯერ ამისათვის არ არის მზად"
,-გაამცნო თავისი პოზიცია გუტიმ

""მადრიდში" არ არის საკმარისი მხოლოდ გამარჯვება, აქ ლამაზი თამაშიც საჭიროა, რადგან გულშემატკივარი ძალზედ მომთხოვნია. მოურინიო აუცილებლად შეეცდება ლამაზი თამაშის ჩვენებას. იგი ერთ-ერთია იმ მწვრთნელთაგან, რომლებიც მალე გადიან ადაპტაციას იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ჰყავს განკარგულებაში. თუ რომელიმე მომენტში იგი დაცვით ფეხბურთს ირჩევს, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მის განკარგულებაში ასეთი ფეხბურთელები არიან".


"იმედი ვიქონიოთ, რომ "ბერნაბეუს" გულშემატკივრები თავისი გუნდისაგან ლამაზ თამაშთან ერთად ტიტულებსაც მიიღებენ. ეს რთული პერიოდია, რადგან "ბარსელონა" ჯერ-ჯერობთ მადრიდელებს ჯობს, რადგან მათ დაკომპლექტებული გუნდი და სტაბილური სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. მაგრამ "მადრიდს" შეუძლია გაურთულოს მეტოქეს ცხოვრება"-დაასრულა გუტიმ.

  • n1ka
  • 10 სექტემბერი 2010
  • 1 789
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)