მადრიდის „რეალის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა...
მადრიდის „რეალი“ აცხადებს, რომ ვალენსიის მე-10 საგამოძიებო სასამართლომ დღეს, 10 ივნისს, გამოსცა განაჩენი იმ სამ ახალგაზრდასთან დაკავშირებით, რომლებიც ბრალდებულნი არიან შეურაცხყოფაში, რასისტული შეძახილებისა და ჟესტების გამოყენებაში ვინისიუს ჟუნიორის შმიმართ. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა ლა ლიგის მატჩში, რომელიც გაიმართა 2023 წლის 21 მაისს, მესტალას სტადიონზე.
სამივე პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი, რის გამოც მიესაჯათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და საფეხბურთო სტადიონებზე შესვლის 2 წლით აკრძალვა.
დამნაშავეებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, გაითავისეს პასუხისმგებლობა და გამოთქვეს სინანული, ასევე მიმართეს საზოგადოებას რომ მსგავსი სახის ქმედებისგან თავი შეიკავონ და განდევნონ რასიზმი, როგორც ცხოვრებიდან, ასევე ფეხბურთიდან.
სამეფო კლუბი განაგრძობს მუშაობას იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც კლუბში არსებობს და აუცილებელია სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვისა და რასიზმის აღმოფხვრისთვის.
- 10 ივნისი 2024
- 3 693
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.