გვარდიოლა:„ვამაყობ, რომ ანჩელოტიმ ეს თქვა“
ხოსეპ გვარდიოლამ კარლო ანჩელოტის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა.
„ანჩელოტის განცხადება იმის შესახებ, რომ დღესდღეობით მე ვარ საუკეთესო სპეციალისტი? ვფიქრობ, ამით უნდა ვიამაყო და დიდი მადლობა იტალიელს, თუმცა ამ ეტაპზე ის უალტერნატივოა და საუკეთესოს ჯილდოს სწორედ ის იმსახურებს.“
„იურგენი, არტეტა, ანჩელოტი და სხვები თანამედროვე ფეხბურთის უდიდესი სპეციალისტები არიან და მათ ეპოქაში მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია.“
„კილიან მბაპეს „რეალში“ ტრანსფერი? როგორც კილიანთან, ასევე ფრანგის გარეშე „მერენგები“ ყოველთვის არის ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები და ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს.“
- 10 ივნისი 2024
- 11 538
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.