პასტორე:„„რეალი“ მბაპეს დიდხანს ელოდა“
ხავიერ პასტორემ ყოფილ თანაგუნდელ კილიან მბაპეზე ისაუბრა. არგენტინელი მოთამაშე ტონი კროოსის „რეალიდან“ წასვლასაც შეეხო...
„მბაპე დიდი ფეხბურთელია, მე მასთან ერთად ვითამაშე და ვიცი, შესაძლებლობების რამხელა არსენალი აქვს ფრანგს. მივიჩნევ, რომ კილიანი „რეალში“ აუცილებლად უნდა გადასულიყო, რადგან მას ბერნაბეუზე თამაში ყოველთვის სურდა.“
„„რეალი“ მბაპეს დიდხანს ელოდა და ეს გარიგება როგორც იქნა შედგა. ჩემს მეგობარს წარმატებებს ვუსურვებ და ზუსტად ვიცი, რომ ის ლა ლიგაში წარმატებას მიაღწევს.“
„„ბლანკოსის“ ხელმძღვანელობამ დიდ შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ ეს არ არის ტონი კროოსის წასვლის სრული რეაბილიტაცია, რადგან მბაპე შემტევია, გერმანელი კი ნახევარმცველი. მსოფლიო ბაზარზე არ მოიძებნება ფეხბურთელი, რომელიც გერმანელ ლეგენდას „მერენგების“ რიგებში სრულფასოვნად ჩაანაცვლებს.“
„მე და კროოსი თანაგუნდელები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ იმით ვამაყობ, რომ ერთ ეპოქაში ვითამაშეთ, ის გასაოცარი ნიჭია მქონეა.“
- 9 ივნისი 2024
- 2 323
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.