108 (თეთრი ბალეტი)
1900-1910
1897 წლის დასაწყისში ახალგაზრდა სტუდენტებმა სასწავლებლიდან Institucion Libre De Ensenanza დააარსეს სპორტული გუნდი „Football Club Sky“, სწორედ ის გახლდათ Madrid Football Club–ს პირდაპირი წინამორბედი. მალევე მოთამაშეთა მნიშვნელოვანმა ჯგუფმა კაპიტან ხულიან პალასიოსის მეთაურობით დატოვა გუნდი და შეუერთდა ახლადჩამოყალიბებულ 50–წევრიან მადრიდის საფეხბურთო კლუბს. ეს კლუბი ოფიციალურად დაარსდა 1902 წლის 6 მარტს.
რათა აღენიშნა ალფონსო XIII–ის მეფედ კურთხევა, მადრიდის საფეხბურთო კლუბმა ესპანეთის პირველი ჩემპიონატი ჩამოაყალიბა. 1902 წლის 13 მაისს პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მადრიდი–ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში. მატჩი ბარსელონელთა გამარჯვებით დასრულდა– 3:1. აღსანიშნავია, რომ კატალონიურ კლუბში ამ დროს უკვე 6 უცხოელი თამაშობდა. სულ რამდენიმე დღეში ამ მატჩიდან – 23 მაისს, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია ისტორიაში პირველი ტრანსფერის შესახებ ბარსელონადან მადრიდში–მადრიდში გადმობარგებული ფეხბურთელი გახლდათ ალფონსო ალბენის ჯორდანა.
1902 წლის 11 აგვისტოს კლუბმა პირველი ჯილდო აიღო ელ ესკორიალის ტურნირზე.
1904 წელს დაარსდა ფიფა, ამ პროცესში დიდი წვლილი შეიტანა მადრიდის კლუბის პრეზიდენტმა კარლოს პადროსმა, მანვე დააარსა ესპანეთის ჩემპიონატი და ასევე მადრიდის ტურნირი, რომლის ფინალშიც მადრიდელებმა 1905 წლის 23 ოქტომბერს ატლეტიკ ბილბაო დაამარცხეს და პირველი ოფიციალური ტიტულიც მოიპოვეს. საერთაშორისო სადებიუტო მატჩი კი კლუბმა გამართა 1905 წლის 23 ოქტომბერს ფრანგებთან.
1911–1920
ეს ათწლეული აღსანიშნავია ბერნაბეუების მოღვაწეობით. (16 წლის სანტიაგო ბერნაბეუს მადრიდული დებიუტი შედგა 1912 წლის 3 მარტს). თუმცა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში მოხდა, იყო მადრიდი–ბარსელონას მტრობის ჩამოყალიბება. ყველაფერი კი ესპანეთის თასზე ნახევარფინალურ შეხვედრაზე მოხდა 1916 წელს. რადგან იმ დროისათვის სტუმრად გატანილი გოლი ორად არ ითვლებოდა, გუნდებს 4 შეხვედრის ჩატარება მოუწიათ გამარჯვებულის გამოსავლენად. ბოლო შეხვედრას მადრიდელები 4:2 იგებდნენ, როდესაც, თამაშის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე, ბარსელონელებმა მოედანი დატოვეს პროსესტის ნიშნად, თვლიდნენ რა, რომ ბოლო გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა. ფინალი ატლეტიკ ბილბაოსა და მადრიდს შორის გაიმართა ბარსელონაში, ესპანიოლის მოედანზე. გასახდელისაკენ მიმავალ ფეხბურთელებს ესპანეთის სამოქალაქო პოლიცია იცავდა, სასტუმროსკენ ავტობუსით მიმავალთ გზაზე კატალონიელებმა ქვები დაუშინეს. სწორედ ასე ჩაეყარა ამ ორ კლუბს შორის მტრობას საფუძველი.
1920 წლის 29 ივნისს კლუბმა წოდება „სამეფო“ (ღეალ) მიიღო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII–სგან და კლუბის თავდაპირველი სახელწოდებაც შეიცვალა.
1921-1930
ეს წლები სავსე იყო მოვლენებით. ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ჩამარტინის სტადიონის აგება, რომელიც 15 000 მაყურებელს იტევდა. მისი გახსნა მოხდა 1924 წლის 17 მაისს. ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი რამდენიმე ტრადიციას, მათ შორის, შავი სამკლაურით მოედანზე გამოსვლას. რეალი იყო პირველი კლუბი, რომლის მოთამაშეების ამგვარად გამოვიდნენ მოედანზე გლოვის ნიშნად ერთ-ერთი მადრიდისტას (რაფაელ მორენო “პიჩიჩი”) გარდაცვალების გამო.
აღსანიშნავია, რომ რეალი მუდმივად თეთრი ფორმით თამაშობდა. 1925-26 წლების სეზონი ფეხბურთელებმა შავი ფერის შორტებით ჩაატარეს, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა ცუდი შედეგები ფორმის ცვლილებას დააბრალა და ისევ თეთრ ფერზე შეაჩერა არჩევანი.
სწორედ ამ პერიოდში გაემგზავრა გუნდი პირველ ამერიკულ ტურნეზე (არგენტინა, პერუ, კუბა, მექსიკა, აშშ). ამავე ათწლეულში გაიმართა პირველი მადრიდული დერბი რეალსა და ატლეტიკოს შორის – 1929 წლის 21 თებერვალს.
ეროვნული მღელვარების მიზეზი გახდა 1930 წელს რიკარდო ზამორას ტრანსფერი, რომელიც მადრიდელებს იმ დროისათვის ასტრონომიული თანხა- 150 000 პესეტა (დაახლოებით 900 ევრო) დაუჯდათ.
1931-1940
1931 წლის 14 აპრილს. როდესაც ესპანეთის რესპუბლიკა შეიქმნა, რეალს ჩამოერთვა სამეფოს წოდება და გვირგვინის ნიშანიც გაქრა ლოგოდან. ამიერიდან ისინი გარკვეული დროით კვლავ მადრიდის საფეხბურთო კლუბად იწოდებოდნენ.
ამ ათწლეულში-1934 წელს გუნდში ჩაირიცხა პირველი უცხოელი მოთამაშე, ეს გახლდათ უნგრელი მეკარე ალბერტი. 1936 წლის 21 ივნისს ბარსელონა და მადრიდი ერთმანეთს მესტალიაზე დაუირისპირდნენ რესპუბლიკის (ყოფილი ესპანეთის) თასის ფინალში. ზამორას არაჩვეულებრივი სეივის წყალობით რეალმა 2-1 მოიგო. ერთი თვის შემდეგ სამოქალაქო ომი გაჩაღდა.
1939 წლის 1 აპრილს ომი დასრულდა; 22 ოქტომბერს განახლებულ ჩამარტინის სტადიონზე მორიგი მადრიდული დერბი შედგა და დასრულდა რეალელთა გამარჯვებით- 2:1.
1941-1950
1941 წლის 1 იანვარს კლუბმა დაიბრუნა გვირგვინი და სახელწოდება- Real Madrid Club De Football.
1943 წელს რეალმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ბარსელონას წინააღმდეგ- 11:1. ეს გახლდათ ესპანეთის თასის ნახევარფინალი.
1943 წლის 15 სექტემბერს საჯაროდ გახდა ცნობილი კლუბის პრეზიდენტად სანტიაგო ბერნაბეუს დანიშვნა. ამ უკანასკნელმა ამბიციური განაცხადი გააკეთა, რომ საჭირო იყო დიდი სტადიონის აგება, რომელიც 75 000 ადამიანს დაიტევდა.
1947 წლის 23 ნოემბერს რეალმა კიდევ ერთი სიახლე შესძინა ესპანურ ფეხბურთს-დანომრილი მაისურები.
1951-1960
ამ შესანიშნავი ათწლეულის დასაწყისში კლუბმა შეიძინა დი სტეფანო. მისი სადებიუტო მატჩი 1953 წლის 23 სექტემბერს შედგა-ეს იყო ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც დი სტეფანომ თავისი პირველი მადრიდული გოლი შეაგდო.
1955 წელს, გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ჩამარტინის სტადიონს დასახელება შეეცვალა და სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის გახდა. ამასობაში ბერნაბეუ აქტიურად მონაწილეობდა ევროპული ტურნირის დაარსების საქმეში, რომელიც გამოავლენდა კონტინენტის საუკეთესო კლუბს. 1955 წლის 8 სექტემბერს ჟენევაში რეალის დებიუტი შედგა ევროპის თასზე. ტურნირი მადრიდელთა ტრიუმფით დასრულდა. 1957 წლის 30 მაისს ბერნაბეუზე შეკრებილი 125 000 ფანი მომსწრე გახდა თუ როგორ მოიპოვა კლუბმა ფიორენტინის დამარცხებით ევროპის ჩემპიონის ტიტული მეორედ; მესამედ ეს უკვე ბრიუსელში მოხდა მილანის დამარცხების შედეგად, მეოთხედ გამარჯვება მადრიდელებმა უკვე შტუდგარტში მოიპოვეს. 1960 წლის 18 მაისს რეალი ზედიზედ მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი (ეს შედეგი დღემდე არავის გაუმეორებია). რეალის გამარჯვებით დასრულდა 1960 წლის 4 სექტემბერს პირველი კონტინენტთაშორისი თასის ფინალი.
1960 წელს მადრიდელები პირველად გამოეთიშნენ ევროპის თასს, დამარცხდნენ რა ბარსელონასთან.
1961-1970
ამ ათწლეულის მნიშვნელოვანი მოვლენები იყო შემდეგი:
1961 წელს მადრიდელებმა პირველად ითამაშეს მარაკანას სტადიონზე ბრაზილიაში.
1963 წელს პირველი Real Madrid City გაიხსნა.
1966 წლის 11 მაისს რეალი მეექვსედ გახდა ევროპის ჩემპიონი ბელგრადის პარტიზანის 2:1 დამარცხების შედეგად.
60-იანი წლების ბოლოს 3 მატჩი გაიმართა რეალის 3 ლეგენდარული ფეხბურთელის პატივსაგებად. ესენი იყვნენ: სანტამარია, ალფრედო დი სტეფანო და პუშკაში.
1971-1980
1974 წელს ბერნაბეუმ დაასრულა რეალის მწვრთნელად 1960 წელს დანიშნული მიგელ მუნიოსის ხანა და მის შემცვლელად ლუის მოლოუნი დაინიშნა. ეს უკანასკნელი კი 1974-75 წლების სეზონზე შეცვალა იუგოსლავიელი მილიანიჩით, რომლის თაოსნობით გუნდი ტაქტიკასა და ფიზიკურ მომზადებაზე დაფუძნებულ ფეხბურთს თამაშობდა.
1978 წლის 2 ივნისს სანტიაგო ბერნაბეუ გარდაიცვალა და დასრულდა მისი 35-წლიანი პრეზიდენტობა. კლუბის პრეზიდენტი გახდა ლუის დე კარლოსი.
1980 წელს “France Football”_მა რეალი წლის საუკეთესო კლუბად დაასახელა მოგებულ 2 ტიტულზე დაყრდნობით- ლიგის და მეფის თასის.
1981-1990
1980-81 წლების სეზონი მადრიდელთათვის უსიამოვნოდ დასრულდა, ლა ლიგის გამარჯვებული გახდა რეალ სოსიედადი, ხოლო 1 თვის შემდეგ ევროპის თასის ფინალში ლივერპულთან წააგო 82-ე წუთზე გაშვებული გოლის წყალობით.
1982 წლის 19 მაისს პრეზიდენტმა კლუბს ახალი მწვრთნელი-ალფრედო დი სტეფანო წარუდგინა, რომელმაც ეს პოზიცია 1983-84 წლების სეზონის შემდეგ დატოვა.
1985 წელს რამონ მენდოსა რეალ მადრიდის პრეზიდენტი გახდა და კლუბის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. რეალმა ზედიზედ ორჯერ მოიგო უეფას თასი. 1986/87 წლების სეზონზე კი ქვეყნის ჩემპიონობაც მოიპოვა და ზედიზედ 5-ჯერ შესძლო ამის გამეორება. ამ წლებში ბრწყინავდნენ სანჩესი და ბუტრაგენიო.
ამ ათწლეულში კლუბმა მე-7 და მე-8 ევროპის თასი მოიპოვა.
1991-2000
1991 წელს გამართულ არჩევნებში კვლავ მენდოსამ გაიმარჯვა, იგი 1995 წელს ლორენცო სანსმა შეცვალა.
1992 წლის თებერვალში დაიწყო ბერნაბეუს სტადიონის რეკონსტრუქცია და 1994 წლის 7 მაისს დასრულდა.
1996 წლის 20 მაისს სანსმა რეალის ახალი მწვრთნელი-ფაბიო კაპელო წარადგინა.
1998 წლის 20 მაისს ამსტერდამ არენაზე, 32-წლიანი პაუზის შემდეგ, გუნდმა მიატოვიჩის გოლის წყალობით ევროპის საუკეთესო კლუბის ტიტული მოიპოვა.
2000 წელს, 24 მაისს, პარიზში, ვისენტე დელ ბოსკემ მე-8 ევროპული თასი ააწევინა რეალს. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტიტული.
2000 წლის 16 ივლისს ფლორენტინო პერესი არჩეულ იქნა რეალის ახალ პრეზიდენტად. პერესის წარმატებული საარჩევნო კამპანიის გასაღები იყო ვალებისგან თავის დაღწევა და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების მოწვევა.
2000 წლის 11 დეკემბერს ფიფას გალა-დაჯილდოებაზე რომში, რეალმა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბის წოდება მიიღო.
2001-2010
ამ ათწლეულში კლუბს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები შეუერთდნენ-ფიგუ, ბექჰემი, ზიდანი, რონალდო და შესანიშნავი გუნდი შექმნეს. ბერნაბეუ გაფართოვდა და ვალდებებასში ახალი რეალ მადრიდ სითი აიგო.
2002 წელს ბაიერის 2:1 დამარცხებით კლუბმა მეცხრედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გოლები გაიტანეს რაულმა და ზიდანმა. იგივე ანგარიშით ფეინოორდის დამარცხებით კი რეალმა ევროპის სუპერთასი მოიპოვა. ამას მოჰყვა მესამედ მოპოვებული საკონტინენტთაშორისო თასი. კლუბის 100 წლისთავი ნამდვილად შთამბეჭდავი გამოდგა.
2006 წლის 27 თებერვალს პოსტი დატოვა პერესმა და 2 ივლისს კალდერონმა შესცვალა იგი. რამდენიმე დღეში- 5 ივლისს რეალი უკვე მეორედ ჩაიბარა კაპელომ. მისი მოთხოვნით, გუნდს შეუერთდნენ კანავარო, ემერსონი, დიარა, რეიესი და ნისტერლოი. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში კი მათ დაემატნენ მარსელო, გაგო და იგუაინი.
2006 წლის 17 ნოემბერს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა 79 წლის პუშკაში.
2007 წელს ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში მაიორკის 3:1 ანგარიშით ძლევის შედეგად რეალი 30-დ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.
2007/08 წლების სეზონი დაიწყო ახალი პროექტით, რომელსაც ახორციელებდა კლუბის ახალი მწვრთნელი-შუსტერი რამდენიმე ახლაწვეულის (რობენი, ჰაინცე, სნეიდერი, დრენტე, სავიოლა, მეტცელდერი) დახმარებით. ამ სეზონში მათ ლა ლიგის რეკორდი დაამყარეს 85 დაგროვებული ქულით.
2009 წლის 1 ივნისს კლუბის პრეზიდენტად კვლავ პერესი დაბრუნდა. მან კლუბის დიდების დასაბრუნებლად ახალი პროექტი წამოიწყო, სწორედ ამ ყველაფრის ნაწილია გუნდის ახალი თავკაცი-მსოფლიოს საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი- ჟოზე მოურინიო და გუნდში მოსული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. რეალი მიმდინარე სეზონს საკმაოდ შეცვლილი შეხვდა-შემადგენლობა დატოვა კლუბის 2 ლეგენდამ-რაულმა და გუტიმ. გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები მოვიდნენ და შედეგად რეალი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდად ჩამოყალიბდა.
ტრიუმფის მოლოდინში……
ტიტულები:
ლა ლიგა (31)
1932 1933 1954 1955 1957 1958 1961 1962 1963 1964 1965 1967 1968 1969 1972 1975 1976 1978 1979 1980 1986 1987 1988 1989 1990 1995 1997 2001 2003 2007 2008
სამეფო თასი (17)
1905 1906 1907 1908 1917 1934 1936 1946 1947 1962 1970 1974 1975 1980 1982 1989 1993
ჩემპიონთა ლიგა (9)
1956 1957 1958 1959 1960 1966 1998 2000 2002
უეფას თასი (2)
1985 1986
ევროპის სუპერ თასი (1)
2002
და კიდევ ბეევრი სხვა......
P.s ეს ჩემი პირველი სტატიაა HalaMadrid.Ge_ზე.
- 10 სექტემბერი 2010
- 2 038
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.