სამეფო კლუბს იკერ ბრავოც დატოვებს
ახალგაზრდა ესპანელი შემტევი იკერ ბრავო, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ, „რეალიდან“ მიდის...
მოთამაშე მიიჩნევს, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტი ლა ლიგაში თამაში უნდა იყოს, სწორედ ამიტომ, „რეალის“ ასაკობრივი გუნდები ვერ იქნება დაკმაყოფილებისთვის საჭირო დონე.
იკერი საკმაოდ დიდ პერპსექტივას ფლობს, მასზე ინტერესს არაერთი გუნდი აცხადებს, როგორც ესპანეთიდან, ასევე იტალიიდან, სწორედ ამიტომ, ახლა მოქმედების დროა.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ბრავოს წასვლაში ხელს არ შეუშლის, თუმცა მისი სატრანსფერო უფლებების 50%-ს აუცილებლად დაიტოვებს და თუ ფეხბურთელი დიდ პროგრესს აჩვენებს, აუცილებლად დაბრუნდება ესპანეთის დედაქალაქში.
- 7 ივნისი 2024
- 648
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.