კამავინგა:„ფინალის შემდეგ ღამით ძილი მიჭირს“
ედუარდო კამავინგამ საფრანგეთის ნაკრებში პრესკონფერნეცია გამართა, სადაც საკმაოდ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...
„ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ნორმალურად ძილი მიჭირს. ეს ძალიან ემოციური მომენტები იყო, სწორედ ამიტომ დიდი მუხტი მივიღე.“
„ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული ვარ, საერთოდ არაფერს ცვლის. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და მჯერა, რომ უამრავი ტიტულის მოგებას შევძლებ.“
„მბაპეს ტრანსფერით კმაყოფილი ვარ. ფრანგმა არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი კლასი და შესაძლებლობები.“
„სად ითამაშებს კილიანი? ეს კარლო ანჩელოტის გადასაწყვეტია. მერწმუნეთ, იტალიელი საუკეთესო პოზიციას შეარჩევს, მან იცის ვარსკვლავებთან მუშაობა.“
„ოლიმპიური თამაშები? მე ვემორჩილები კლუბის გადაწყვეტილებას. თუ „რეალი“ ოლიმპიადაზე გამიშვებს, ვიასპარეზებ, თუ არა, მადრიდში დავბრუნდები და ვარჯიშს დავიწყებ, აქ ბევრი კამათი არ შეიძლება.“
- 6 ივნისი 2024
- 1 587
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.