Marca - ლენი იორომ „იუნაიტედის“ წინადადება დაბლოკა
მანჩესტერ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ „ლილს“ ლენი იოროს სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზა.
თავად ფეხბურთელმა ინგლისური გრანდისგან 6 წლიანი კონტრაქტის შეთავაზება მიიღო, მაგრამ დაბლოკა.
ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ლენი მადრიდის „რეალში“ მოხვედრაზე ოცნებობს. მისთვის მთავარი სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშია.
რაც შეეხება „რეალის“ პოზიციას. ფლორენტინო პერესის მაქსიმალური თანხა 35 მილიონი ევროა, ასევე გათვალისწინებული 5 მილიონიანი საბონუსე სისტემით.
- 6 ივნისი 2024
- 637
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.