მბაპე:„ამის მოსმენა „პსჟ“-ში ყოველთვის ძალიან მიჭირდა“
კილიან მბაპემ „ლუქსემბურგის“ ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც „რეალზეც“ ისაუბრა...
„რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. უკვე ვთქვი და ვიმეორებ, რომ ჩემი ოცნების კლუბში მოვხვდი და დიდი მოტივაციით ვიასპარეზებ.“
„„პსჟ“ უკვე წარსულია, მაგრამ მერწმუნეთ, ამ გუნდის წარმატებისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. პარიზი ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში.“
„ის, „რეალის“ გულშემატკივარია, ის მხოლოდ „რეალზე“ ფიქრობს, ამის მოსმენა „პსჟ“-ში თამაშის დროს ძალიან მიჭირდა, ვინაიდან პროფესიონალი ვარ და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. „რეალს“ ბავშვობიდან ვქომაგობდი, თუმცა პარიზში სხვა მიზნები მქონდა.“
- 6 ივნისი 2024
- 2 411
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.