ლუნინი ჯერ კიდევ ფიქრობს
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აჩვენა, რომ ტიბო კურტუა კარლო ანჩელოტისთვის უალტერნატივო მეკარეა...
ამ ფონზე, ანდრეი ლუნინთან ახალი კონტრაქტის გაფორმება დამატებით სირთულეებს იწვევს. უკრაინელ კარის დარაჯს ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი ახალი კონტრაქტისთვის.
საქმე იმაშია, რომ ლუნინს არაერთი მაღალი დონის კლუბი ეპატიჟება, შესაბამისად, ცდუნება დიდია.
კარლო ანჩელოტიმ უკრაინელ ფეხბურთელს უთხრა, რომ ახალ სეზონში „ბლანკოსს“ ძალიან დიდი გამოწვევები ელის, ამიტომ შანსი ყველა ვარიანტში მიეცემა.
„რეალი“ ლუნინს გარანტიას აძლევს, რომ სეზონში, ყველა ტურნირზე მინიმუმ 20 მატჩში მიიღებს მონაწილეობა, დანარჩენი კი თავად კარის დარაჯმა უნდა გადაწყვიტოს.
- 6 ივნისი 2024
- 765
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.