კომპანი დეივისს დარჩენას თხოვს, „რეალის“ ამოცანა რთულდება
ესპანური გამოცემების ცნობით, მიუნხენის „ბაიერნის“ ახალმა მწვრთნელმა, ვისნენ კომპანიმ ალფონსო დეივისთან შეხვედრა გამართა.
ბელგიელი სპეციალისტი კანადელ განაპირა მცველს დარჩენას თხოვს. კომპანიმ დეივისს აუხსნა, რამდენად დიდი როლი ექნება მას ახალ „რეკორდმაისტერში“.
ამ ეტაპზე, თავად ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებისგან თავს იკავებს, მაგრამ გერმანელთა ცნობით, კანადელი კომპანის იდეებს გაცილებით უფრო ოპტიმისტურად უყურებს, ვიდრე ტუხელს უყურებდა.
თავის მხრივ, „რეალი“ არ ჩქარობს და მოვლენების განვითარებას ელოდება, თუმცა ფაქტია, რომ ამოცანა გართულდა.
- 5 ივნისი 2024
- 953
- 4