„ლას პალმასს“ მარვინის დატოვება სურს
„ლას პალმასი“ მარვინ პარკის კარიერის განვითარებით კმაყოფილია და „რეალს“ ოფიციალური წინადადებით მიმართავს...
კანარული კლუბი მზად არის, ფლორენტინო პერესს 2 მილიონი ევრო გადაუხადოს და მარვინი გუნდში დაიტოვოს.
ამასთან ერთად ცნობილი ხდება, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში „ბლანკოსს“ პარკის სატრანსფერო უფლებების 50% ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ფეხბურთელი გაიყიდება, სატრანსფერო ღირებულების ნახევარს „ბლანკოსი“ მიიღებს. ამასთან ერთად, „რეალს“ მოთამაშის გამოსყიდვა 2026 წლის 31 აგვისტომდე 5 მილიონ ევროდ შეეძლება.
ოფიციალური პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ესპანური გამოცემები ვარაუდობენ, რომ მარვინის „ლას პალმასში“ დარჩენას „მერენგები“ ხელს არ შეუშლიან, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელის ადგილი „რეალში“ ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის.
- 5 ივნისი 2024
- 431
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.