„არსენალი“ 140 მილიონი, „სიტი“ 160 - როდრიგოზე ნადირობა გამოცხადდა!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, თუ ლონდონის „არსენალი“ ვიქტორ ოსიმენის გადაბირებას ვერ შეძლებს, მთავარ სამიზნედ მადრიდის „რეალის“ წინახაზელს, როდრიგო გოეშს აქცევს...
სამხრეთ-ამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მიკელ არტატეტას გუნდს 140 მილიონი ევრო აქვს გამზადებული, გარდა ამისა, გოეშის დამატება პეპ გვარდიოლასაც სურს, რომელიც მიიჩნევს, რომ როდრიგო შესანიშნავად მოერგება მის ფილოსოფიას.
მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტის გუნდის ლიდერმა ახალ კონტრაქტს სულ ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი, ინგლისური გუნდები სერიოზულ ბრძოლას აპირებენ და მიიჩნევენ, რომ მბაპეს „ბლანკოსში“ ტრანსფერი, როდრიგოს წასვლის შანსებს მინიმუმ 35%-ით ზრდის.
- 5 ივნისი 2024
- 2 837
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.