მბაპე:„ბოლო სეზონი „პსჟ“-ში ურთულესი იყო“
კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იმყოფება. „რეალის“ ფეხბურთელმა განვითარებულ მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
„ჩემი მომავალი თანაგუნდელების შეტყობინებები ძალიან მესიამოვნა. ვიცი, რომ „რეალში“ მთელი გულით მელოდებიან, ეს ბევრს ნიშნავს.“
„სირცხვილი იქნება, თუ ვიტყვი, რომ „პსჟ“-ში ბედნიერი არ ვიყავი. ამ გუნდმა ბევრი მომცა და მეც ბოლომდე დავიხარჯე, თუმცა ბოლო სეზონში მოხდა რამდენიმე ძალიან გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა დიდი მადლობა ლუის ენრიკეს და ოკამპოსს, რომლებიც მიცავდნენ. ძალიან მეტკინა გული, როდესაც მითხრეს, რომ სეზონის მეორე ნაწილში საერთოდ ვერ ვითამაშებდი, მთავარმა მწვრთნელმა მაშინ გადამწყვეტი როლი ითამაშა და მოედანზე მაინც შევყავდი.“
„მადლობა კრიშტიანო რონალდუს, მან შეტყობინება გამომიგზავნა, ისევე როგორც ბენზემამ, კასილიასმა და სერხიო რამოსმა.“
„პირადად ჩემთვის ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო ჩემპიონატზე რთულია და ამას აქვს თავისი არგუმენტები.“
„იმის გათვალისწინებით, რაც ამ სეზონში გამოვიარე, შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლებელი შევძელი და 40 გოლზე მეტის გატანა მოვახერხე.“
„ეს სიზმარია. მე ვითამაშებ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, რომელში ასპარეზობაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი.“
„ფლორენტინოსთან დიდი ურთიერთობა მაქვს, მადლობა მას ყველაფრისთვის. მინდა გითხრათ, რომ „რეალის“ პრეზიდენტის როლი ჩემს გამადრიდელებაში უდიდესია.“
„ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთებულია და სამეფო კლუბს ვეკუთვნი, ახლა მშვიდად ყოფნა შემიძლია და საფრანგეთის ნაკრებზე ვიფიქრებ.“
- 4 ივნისი 2024
- 8 978
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.